26 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ბათუმი კვლავ ტურიზმის ოსკარის მფლობელია - აჭარამ კი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდო მოიპოვა

ტურიზმის "ოსკარი" ბათუმში - აჭარამ, ჯილდო დედაქალაქში, ზღვისპირა ბათუმში მიიღო, სადაც ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობდა. გალა კონცერტზე 300-ზე მეტმა სტუმარმა მოიყარა თავი, მსოფლიოს 25 სახელმწიფოდან. მათ შორის პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ნორვეგიიდან, გიბრალტარიდან და სხვა. მათი ნაწილიც სახლში დამსახურებული ჯილდოთი დაბრუნდება. თან წაიღებს იმ შთაბეჭდილებებსაც, რომელიც ბათუმმა მეხსიერებაში დაუტოვა.

ადგილობრივები გაახარა კიდევ ერთმა ჯილდომ, რომელმაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს წამყვან ბაღებს შორის ლიდერად აქცია და ამ კატეგორიაში ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა, როგორებიც იყვნენ მადრიდის, ედინბურგისა და ბერლინის ბოტანიკური ბაღები. აჭარას აიმედებს ის ფაქტიც, რომ ბათუმმა სწრაფად მზარდი ტურისტული დანიშნულების სტატუსი წელსაც შეინარჩუნა, რაც კიდევ უფრო ამბიციური გეგმების განსახორციელებელ მოტივაციას იძლევა.

World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო ევროპის წამყვანი საზღვაო ტურისტული მიმართულებისთვის მიიღო ლისაბონმა. ევროპის წამყვანი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებისთვის კი ესპანურმა "ჰუესკა ლა მაგიამ". დუბლინი გახდა შეხვედრებისა და კონფერენციების საუკეთესო ცენტი ევროპაში. სამასპინძლო სექტორში "სტამბოლის კემპინსკი" კვლავ ლიდერია, როგორც ევროპის წამყვანი სასტუმრო.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები - მათ შორის საქართველოდან. World Travel Awards-ის ჯილდო საქართველომ მიიღო დაცული ტერიტორიების კატეგორიაშიც.

World Travel Awards-ის საიუბილეო დღეს ბათუმში თავი ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა მოიყარა. World Travel Awards-მა უკვე დაიწყო შემდეგი წლის საუკეთესო დანიშნულებებზე დაკვირვება, რა დროსაც აჭარას დამატებითი ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობა ექნება.

დღის ამბები