თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის კადეტთა ციკლმა ხმლით ფარიკაობაში სტარტი აიღო. ახალი სეზონის პირველ დღეს, როგორც გოგონებსა და ასევე ბიჭებს შორის, პირად და გუნდურ შეჯიბრში 17 წლამდე მოფარიკავეები იასპარეზებენ.
ტურნირში 11 ქვეყნის 100-ზე მეტი მოფარიკავე იღებს მონაწილეობას. შეჯიბრი ხვალ დასრულდება.