26 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა

გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები