26 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ვფიქრობ ნათელია, რომ ის ყოველთვის იყო პოლიტიკაში - ბექა ოდიშარია ნიკა გვარამიაზე

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის იყო ჩართული და ამას მისი განცხადებებიც მოწმობს. 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას თქმით, ფინანსური რესურსი მთელს ოპოზიციას ერთი აქვს და ეს არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა-გლეჯვით მიღებულ თანხები.

"ტრაგედიიდან ეს უკვე კომედიაში გადავიდა. მე უკვე დათვლილი მაქვს, დაახლოებით 9 ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის ბოლო ორი შეემატა - მელია და გვარამია. ის, როდესაც ტელეწამყვანის სავარძელში ბრძანდებოდა, საქართველოს პრეზიდენტის დედის გინებიდან დაწყებული, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ოჯახის წყევლა-კრულვით დამთავრებული და სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების მართვით, ვფიქრობ ნათელია, რომ ის ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მათ შორის საპყრობილეში ყოფნის დროს. უბრალოდ, იქნებიან საკუთარი ტელევიზიების სიუჟეტების გმირები და მეტი არაფერი. ფინანსური რესურსი მთელს ოპოზიციას ერთი აქვს, ეს არის ევროპელი პენსიონერების ძარცვა-გლეჯვით მიღებულ თანხები და კიდევ სხვა მექრთამეობით და წარსულში ჩადენილი დანაშაულით დაგროვებული სახსრები. ახლა, მათ რაც არ უნდა რესურსები მოიზიდონ, ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში მეორეჯერ ვეღარ შეიყვანენ," - აცხადებს ბექა ოდიშარია. 

დღის ამბები