26 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ოპოზიციას ფეხი არ ჩაეტევა, საქართველო ეს ის ქვეყანა არ არის, სადაც სახელმწიფო გადატრიალებების განხორციელებას შეძლებენ - ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მმართველი გუნდისთვის სუს-ის მოქმედებამდეც იყო ცნობილი ოპოზიციის მიზნები, რადგან მათ მხრიდან არაერთი განცხადება იყო გაკეთებული, რომელიც რევოლუციური სცენარის განვითარებას ეხებოდა.

ოდიშარიას თქმით, ოპოზიციას ერთი სული აქვს მიიღონ დირექტივები და გაუწიონ შესაბამისი კონსულტაცია უცხოეთიდან, რათა აიხდინონ ოცნება და ქვეყანაში გადატრიალება მოახდინონ.

"სუს-ის ამ მოქმედებამდეც გვქონდა მოსმენილი მათ მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც შეეხებოდა ვარაუდს იმის შესახებ, რომ იგეგმება სახელმწიფო გადატრიალება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან-სერბეთიდან მობრძანებული ვიზიტორები აღმოჩნდნენ ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, რომლებიც ძირითადად დაკავებულები არიან რევოლუციებისა და გადატრიალებების სცენარების შედგენითა და განხორციელებით. ხელმოცარულ ოპოზიცია, რომელიც არამც თუ არ უწყის, არამედ შოშიებივით პირდაღებული ელოდებიან თუ რა წინადადებებს ელოდებიან და რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ იმისათვის, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ და გადაატრიალონ ქვეყანა. ფეხი არ ჩაეტევათ, საქართველო ეს ის ქვეყანა არ არის, როდესაც ხერხდებოდა მავნე, რევოლუციური თუ ფსევრო რევოლუციური ძალებისგან სახელმწიფო გადატრიალებების განხორციელება, დღეს სახელმწიფო სტრუქტურები სულ სხვა დონეზე არიან", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

დღის ამბები