26 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ეს არის ანეკდოტი, ვერ შეასაღებენ ვერავის - ლევან ხაბეიშვილი სუს-ის გამოძიებაზე

შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. "კანვასის" ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე გამოიკითხნენ, რის შემდეგაც მათ ქვეყანა დატოვეს.

"კურიერი" "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელს ესაუბრა. მისი განცხადებით, გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე დეტალები მისთვისაც უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სერბეთის მოქალაქეებს ორგანიზაცია "კანვასის“ ლიდერებს, ახალგაზრდები დესტაბილიზაციის მოსაწყობად უნდა გადაემზადებინათ. აღნიშნული პირები, თბილისში "იუესეიდის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს სუს-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვები და გაკეთებული განცხადებები არასერიოზულად მიაჩნია და თვლის, რომ ეს ანეკდოტია და სხვა არაფერი.

"არასერიოზულია, ანეკდოტია, პარანოიკული შიშიც არ ჰქვია ამას, ეს არის ანეკდოტი. ვერ შეასაღებენ ვერავის, უკვე 11 წელია რაღაცებს ეძებენ, არაერთხელ აღძრეს საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა რაღაცას ატრიალებს. ლოგინში იკოტრიალონ რამდენიც უნდათ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარია სუს-ი ოთარ ფარცხალაძის დაცვასა და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ მოქმედებას შეეშვას.

"მთავარია, სუს-ი ფარცხალაძის დაცვას შეეშვას და შეეშვას თავისუფლებისა და ევროკავშირისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. რას ეძებენ, სად ეძებენ, რა სერბეთიდან ჩამოსული, რეებს ეძებენ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.


"

დღის ამბები