26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარის და ევროს ოფიციალური ღირებულება - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6783 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6783 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6832 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8270 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0152 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

 

დღის ამბები