26 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ორგანიზაცია "კანვასის" წევრები სუსში გამოკითხვაზე იმყოფებიან

"რევოლუციური სცენარის" საქმეზე, სუსში, გამოკითხვაზე ორგანიზაცია "კანვასის" წევრები იმყოფებიან, საუბარია სერბეთის სამ მოქალაქეზე. ამ წუთებში, "კანვასის" ერთი მოქალაქის გამოკითხვა მიმდინარეობს. მას სამართლებრივ მომსახურებას "საიას" იურისტი უწევს.

ორგანიზაციის არცერთმა წევრმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მათი თქმით, დეტალებზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

რა კითხვები აქვს მათთან გამოძიებას, ეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაშიფრულია გეგმა, რომლის თანახმად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესის პარალელურად, საქართველოში სამოქალაქო არეულობა იგეგმება. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი. გეგმის ერთ-ერთ მთავარ აქტორად მოხსენიებულია ორგანიზაცია "კანვასი," რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში ტრენინგებს ატარებენ.

დღის ამბები