26 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს - ირლანდიის სენატის თავმჯდომარე

ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს, -  ამის შესახებ ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ, ჯერი ბუტიმერიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირლანდიისა და საქართველოს ჯგუფებს, კარგი სამუშაო გამოცდილება დაუგროვდათ.

"როგორც ირლანდიის პარლამენტის წევრი ვაღიარებ იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირში წევრობამ მოგვიტანა მას შემდეგ, რაც 50 წლის წინ ევროკავშირში შევედით. ღარიბი ქვეყნიდან ჩვენ ვიქეცით მდიდარ ქვეყნად. ევროკავშირი წევრობის სარგებელი თვალსაჩინოა. ირლანდია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განაცხადს. ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პოზიციაა, რომ ევროკავშირის გაფართოება უნდა მოიცავდეს საქართველოს. ევროკავშირმა თავისი შეფასებებში, ანალიზში, თუ რა ეტაპზეა საქართველო წევრობის გზაზე, ჩამოაყალიბა კრიტერიუმები და 12 პრიორიტეტი, რომელიც უახლოეს პერიოდში შემოწმდება. 

საპარლამენტო გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ირლანდიისა და საქართველოს ჯგუფებს კარგი სამუშაო გამოცდილება დაუგროვდათ. იმის გააზრებით, თუ რა გზაა გასავლელი აპლიკაციიდან წევრობამდე, ყველა ვიმედოვნებთ რომ ეს მოხდება ადრე და არა გვიან,"- აცხადებს ირლანდიის სენატის (პარლამენტის ზედა პალატის) თავმჯდომარე ჯერი ბუტიმერი.

დღის ამბები