26 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა ამა თუ იმ მიზეზით, არის "ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა - გიორგი ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი სამომავლო გეგმებსა და იმ საკითხზე საუბრობს, თუ როგორ უნდა შეცვალოს ოპოზიციამ ხელისუფლება, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანია, ყველა პროცესის ლიდერი თავად იყოს.

"საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა ამა თუ იმ მიზეზით, არის "ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანა. ეს ამოცანა მისი ხედვით არის ის მთავარი რესურსი, რაც გამოაცოცხლებს ან გადაარჩენს რადიკალურ ოპოზიციას.

მას არანაირად არ ენდომება, რომ ვინმე სხვა იკავებდეს ან აჯდებოდეს, თუ მოაჯდეს ამ ტალღას, ნებისმიერი ტალღა უნდა, თავისთვის გადმოქაჩოს, რომ თავად იყოს პირველი და ლიდერი. ფაქტია, ის „ნაცმოძრაობის“ ლიდერის პოზიციას არ თმობს. ახალი ადამიანების შემოყვანა და გაჯანსაღება არ შველის იმას, რომ არსებობს სისხლის ლაქა,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეფასება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.

"როდესაც მაგალითად 2017 წელს, უგულავასთვის ჯართი, ქართველი ხალხისთვის დღეს, 2023 წელს როგორ უნდა იყოს მომავლის მომტანი. როდესაც ადამიანს ელემენტარული პირადი თავმოყვარეობაც არ გააჩნია, რა პოლიტიკა და ნათელი მომავალი  უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. მაგალითად როგორ ხდებოდა ქუჩაში ადამიანების უმოწყალოდ დარბევა და წამება, ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანი დგას და აბსოლუტურ დემაგოგიაშია,"- აღნიშნავს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები