26 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

"ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

"2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება შტაბურ კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში შტაბური მიმართულებით ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ისინი დაიწყებენ ინტენსიურ შეხვედრებს, რომ კოალიციის შემადგენლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

"კოალიციის ფორმირება იქნება საკმაოდ ხანგრძლივვადიანი. შესაბამისად, დღეიდან ჩვენ აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შემოუერთდებიან ჩვენს კოალიციას, რომელსაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ გამარჯვებისთვის. გაკეთდება ორი პოლიტიკური პარტიის ბაზაზე - "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის", მაგრამ რა თქმა უნდა, კარი ღიაა ყველა იმ ინდივიდისთვის, ვისაც უნდა რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები