26 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ევროკავშირი მზად არის ახალი წევრების მისაღებად, ახლა კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები - ოლივერ ვარჰეი

ესპანეთში ევროპის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. როგორც ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, მომდევნო კვირებში გასაჯაროვდება - აზროვნების ახლებური მიმართულება გაფართოებასთან დაკავშირებით და პაკეტი, რომელიც მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას და ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა.

"მომდევნო კვირებში ნახავთ ახლებურ მიმართულებას გაფართოებასთან დაკავშირებით, პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს ათ კანდიდატ ქვეყანას და ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ევროპული პერსპექტივა. ანგარიში ძირითადად ოთხ მიმართულებას მოიცავს. ამ ანგარიშში, ჩვენ არამხოლოდ გვსურს წინსვლა, არამედ გვსურს, მივცეთ საშუალება უფრო სწრაფ ინტეგრაციას. დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესით, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ ახალი ინსტრუმენტი ჩვენს მდგომარეობას, რომლითაც ევროკავშირი შეძლებს, აჩვენოს, რომ მზად არის ახალი წევრების მისაღებად; ახლა კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული, სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ჩვენი დასკვნით, ახალი წევრების მისაღებად ხელშეკრულების ცვლილება საჭირო არ არის. ნათელია, რომ შიდა დებატი შეიძლება, წარიმართოს გაწევრიანების პროცესის პარალელურად", - განაცხადა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის დაწყებამდე, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, ღია მხარდაჭერა გამოხატა - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ.

"რუმინეთი ნამდვილად უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. იმისთვის, რომ გვქონდეს დიდი ოჯახი ევროკავშირში, გვჭირდება მომზადება. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკა, იმისთვის, რომ მეტი წევრები მივიღოთ, თუ როგორ გავხადოთ ევროკავშირი უფრო მედეგი, თუ როგორ ვუპასუხებთ კრიზისებს, რომელიც ყველას გვაზიანებს, როგორიცაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი რუმინეთის საზღვართან. ასე რომ, დღეს ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ევროპის მომავალს". - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში, დანიელა-ანდა გრიგორ-გიტმანმა.

დღის ამბები