ერთი გოლი, ორი საგოლე გადაცემა და ერთი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი - ასეთია 22 წლის ქართველი ტალანტის შედეგი ბოლო მატჩში.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2023-2024 წლების სეზონში პირველი ზუსტი დარტყმა "უდინეზეს" კარის მიმართულებით განახორციელა და "ნაპოლის" უპირატესობა სამამდე გაზარდა.
"გოლის გატანა და ეს გრძნობა მაკლდა" - ასეთია ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ემოცია თამაშის დასრულების შემდეგ. ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, "ნაპოლიმ" კი კვარას პროდუქტიული თამაშით სატურნირო მდგომარეობა გამოასწორა.
კვარაცხელია 83-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც მას მწვრთნელი გარსია გადაეხვია, "ნაპოლის" გულშემატკივარი კი ქართველ ტალანტს აპლოდისმენტებით აცილებდა.
"უდინეზეს" დამარცხებით "ნაპოლიმ" 11 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. იტალიის ჩემპიონატს 15-15 ქულით "ინტერი" და "მილანი" ლიდერობენ. მომავალ ტურში ნეაპოლიტანური კლუბი "ლეჩეს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 30 სექტემბერს ესტადიო "ვია დელ მარეზე" გაიმართება.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი