საქართველოს გენერალური პროკურორი ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მეორე მოადგილეს და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს, ბრიუს შვარცს შეხვდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, მხარეებმა სახელმწიფოთა შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი შოთაძე ლონდონში, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველ მაქს ჰილსაც შეხვდა. მათ ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა განიხილეს.