26 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს ჩემი ხელმოწერით ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვერ გავაგრძელებინებდი - ირაკლი ღარიბაშვილი

ვფიქრობ, ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვოიაჟი და ვიზიტები ევროპაში მეტად სამწუხარო ფაქტია, არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, უფრო მეტიც, პირიქით, მე მას მხარს ვუჭერდი ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მძიმე განცხადებები გააკეთა, ზურაბიშვილს სხვა ქვეყანაში საქართველოს წარდგენის უფლებას ვერ მისცემდა.

"შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, 12 რეკომენდაციას. მას აქვს ნათქვამი საჯაროდ, რომ არ ვიმსახურებთ სტატუსს. მას აქვს რაღაც ბუნდოვანი განცხადებები გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ მთავრობის პოზიცია არის ბუნდოვანი, ამ დროს, ყველაფერი ნათელი და ცხადია. ამის შემდეგ, ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, ისიც დაიკარგა და მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამაში თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში, რა უნდა ილაპარაკოს, კაცმა არ იცის. ჩვენ ნდობა არ გვაქვს. არ ვიცი რომელიმე ქვეყანაში ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენ უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ქმედება არის საბოტაჟი, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და წინააღმდეგობაში მოსვლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები