26 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ისრაელში, არაბული ოჯახის ხუთი წევრი საკუთარ სახლში მოკლეს

ისრაელში, არაბული ოჯახის ხუთი წევრი საკუთარ სახლში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

ისრაელის არაბულ დასახლებებში მკვლელობებთან დაკავშირებულ დანაშაულის ბოლო ტალღამ წელს ახალ პიკს მიაღწია. იანვრიდან მოყოლებული ისარელში 180-ზე მეტი არაბი მოქალაქე მოკლეს, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არაბული ქალაქების ხელმძღვანელობა კრიმინალების მთავრობასა და პოლიციას მიზანმიმართულ დაუსჯელობაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები