26 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დღეს, ერთდროულად, სამი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებს დღეს, ერთდროულად, სამი საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა კი ორშაბათს უნდა შედგეს.

სიახლის მიხედვით, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება. მობილიზებული თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.

„მთავარი არის, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, არაფერი არ დარღვეულა. ჩვენ არ გაგვიწევია რაიმე ისეთი ხარჯი, რომელმაც შეიძლება ეკონომიკა დააზარალოს, ბიუჯეტში რაიმე ინფლაცია გამოიწვიოს ან რაიმე სხვა,“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ცვლილების მხარდაჭერაზე უარს ამბობს ოპოზიცია.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები