26 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
“დიდებული კვარაცხელია დავიბრუნეთ, როდესაც ის მხიარული და ბედნიერია, კარგად ვთამაშობთ” - ნაპოლის მწვრთნელი

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ „უდინეზესთან“ მატჩი (4:1) შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა (რომლთაც ნეაპოლელებმა ანგარიში გახსნეს) და საგოლე გადაცემა შეასრულა.

"დღეს დიდებული კვარაცხელიაც დავიბრუნეთ. პენალტი მოიპოვა, გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, მან თამაში შეცვალა. ხვიჩას უყვარს ლამაზად თამაში, მხოლოდ კონცენტრაცია სჭირდებოდა და გოლიც გაიტანა. მენტალურად ძლიერი პიროვნებაა და რთული პერიოდი დაძლია. ახლა, როდესაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა, გაცილებით მსუბუქად იგრძნობს თავს და აღარ ინერვიულებს. საერთოდ, თამაშით უნდა ისიამოვნო, ასეთი რამ ყველა მოთამაშეს ემართება. როდესაც ხვიჩა მხიარული და ბედნიერია, გუნდსაც ყველაფერი კარგად გამოსდის – ისე, როგორც ეს დღეს იყო.

კვარასთან და ოსიმენთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საათი „სწორ დროზე“ გადავიყვანეთ. ბოლონიაში რომ ვერ მოვიგეთ, ყველა გავბრაზდით, მაგრამ ახლა ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდით.

„ნაპოლის“ სოციალურ ქსელებში არავის სურდა ვიქტორის შეურაცხყოფა, მათ შორის, არც იმ ცნობილ TikTok-ის პოსტში. მისი რეაქციაც სავსებით გასაგებია. არ ვიცი სოციალურ ქსელში გამოაჩენს თუ არა „ნაპოლის“ მაისურს, მაგრამ ის ვიცი, რომ წელს გუნდისთვის ძველებურად დაიხარჯება“, – განაცხადა რუდი გარსიამ.

დღის ამბები