26 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ოპოზიცია, რომ გადატრიალებას გეგმავდა 7-8 ჩანაწერი გვაქვს და 3 კონკრეტული შემთხვევა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციის მიერ გადატრიალების დაგეგმვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მდინარაძის შეფასებით, ეს ფაქტები ამ გეგმების მტკიცებულებას წარმოადგენს.

"სოფო ნიჟარაძესთან საუბარი ხომ გვახსოვს, ნიკა გვარამიასთან ლაპარაკი ხომ გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის ბიძამისთან ლაპარაკი გვახსოვს?! - ხომ ყველაფერი გვახსოვს, ხალხსაც ყველაფერი ახსოვს. ეს ჩანაწერები - მტკიცებულება წარსულიდან. ასევე, 6 თუ 7 უკრაინის მოქალაქე რომ დააკავეს იარაღებით, შემოპარულები ამ ქვეყანაში, წინასწარ რომ ვლაპარაკობდით, რაღაცას გეგმავენ. იყვნენ ეს ადამიანები შემოპარულები, დააკავეს?! და შემდეგ რომ ზოგიერთმა პარლამენტარმა თავი მოიკლა, გეხვეწებით გამატანეთო, მსგავსი არაფერი მოხდება, მე ვარ გარანტორიო, სად არის ის გარანტია?! - გიყვებით მტკიცებულებებს. ბატურინი, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი 2 მებრძოლთან რომ იყო შემოპარული კატერით თუ ნავით, რისთვისა იყო თქვენი აზრით?! რისთვის შემოიპარა?! ის 2 თანამებრძოლი რისთვის ჰყავდა ამ ქვეყანაში, შემთხვევით მაშინაც იგივე გეგმა ხო არ იყო?! შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს?! ამ შემთხვევაში ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ქართულ მხარესთან იყო საუბარი, არ იყო მხოლოდ პრეზიდენტი, უნდა ვაღიარო რომ აქ თანხმობა იყო სხვა უწყებებიდანაც. ზელენსკის პირობა იყო... ბათუმში არ ჩამოდიოდა საერთოდ, ნახეთ რა რანგში აიყვანეს, ზელენსკი არ ჩამოდიოდა ბათუმში, რაც ქვეყანას იმიჯურად მაშინ მძიმე თემა იყო. არ ჩამოვა პრეზიდენტი ბათუმში, თუ ამას არ შეიწყალებ... ოპოზიცია, რომ გადატრიალებას გეგმავდა 7-8 ჩანაწერი გვაქვს და 3 კონკრეტული შემთხვევა. სააკაშვილი რისთვის ჩამოვიდა არაჟნებით?! საქეიფოდ მოდიოდა?! არაჟნების კონტეინერში თუ ვერ გაათევდა ღამეს, ისე ვერ იქეიფებდა?! კაცმა ვერ გაბედა ჩამოსვლა გაცილებით მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნების დროს და გააბედინეს, რისი გამბედავი იყო თვითონ, დაავალეს, სხვა დროს, როდესაც 43 პროცენტს ჩამოვცდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ გამოსული ვიყავით იმ დათქმიდან, მიშელის შეთანხმებაზე ვსაუბრობ, მაინც მოგვაწვებოდა ყველა რომ ჩვენ ჩაგვეტარებინა არჩევნები და უკვე გადატრიალებას ნიშნავდა ეს ფაქტობრივს, ვერ შეძლო ეს მიხეილ სააკაშვილმა. ამდენი მტკიცებულება გვაქვს და ახლა ბევრი მტკიცებულება გაჩნდება მომავალში და წინასწარ თუ სუსი დეტალურ ანგარიშს არ აბარებს ამის დამგეგმავებს, რომ ეს ვიცი, ამაზე მაქვს მტკიცებულება, ძალიან დიდი ბოდიში," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები