26 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
მამუკა მდინარაძე "ნაცმოძრაობაზე": მათ რომ გარედან რაღაც დონის მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, ვთქვათ და ვაღიაროთ, საერთოდ გაქრებოდნენ [პოლიტიკიდან]

"მარტო ისინი რომ იყვნენ, ერთ თვეში პოლიტიკიდან გაქრებოდნენ. მათ რომ გარედან რაღაცა დოზის მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, მოდით ვთქვათ და ვაღიაროთ - საერთოდ გაქრებოდნენ" - ეს განცხადება პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს სერიოზული მხარდაჭერა სერიოზული მიზნებისთვის, რაშიც საქართველოს ომში ჩათრევაც იგულისხმება.

"მარტო ისინი რომ იყვნენ, ერთ თვეში პოლიტიკიდან გაქრებოდნენ საერთოდ. მათ რომ გარედან რაღაცა დოზის მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, მოდით ვთქვათ და ვაღიაროთ - საერთოდ გაქრებოდნენ. ხომ ხედავთ, როგორც კი ჩაქრებიან ხოლმე და ნულდებიან, უცებ რაღაცა თემა გაჩნდება გარედან. როგორც მინიმუმ, სერიოზული ძალები უჭერენ მხარს სერიოზული მიზნებით, თორემ ბიძაშვილ-მამიდაშვილები არ არიან ერთმანეთის.

ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობებზე, მეორე ფრონტზე და ა.შ. და მერე ვისმენთ შეფარულ მესიჯებს: ხან ომი მინდა და ხან აგერ მეზობელ ქვეყანასთან დაკავშირებულს, ბევრ კონტექსტში, ოღონდ გვერდიდან, შემოვლით მესიჯებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის?! უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მიგვითითებენ, მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ, ეს შემთხვევით ხდება?!

შემდეგ უმაღლესი ტრიბუნიდან, ჩვენთვის მათ შორის, ძალიან პატივსაცემი ადამიანებიც კი ამბობენ, რომ ეს არის რუსული დეზინფორმაცია. საქართველოს მოქალაქე იბნევა ამ დროს - ამხელა კაცი, ამხელა სტატუსის, ჩვენი მეგობარი, ჩვენც, მმართველი გუნდიც რომ ვუდასტურებთ პატივისცემას, ამბობს, რომ რა მეორე ფრონტი? ეს არის რუსული დეზინფორმაცია. ამ დროს, ამ ადამიანს, თავისი ყურით აქვს მოსმენილი ქართველი პოლიტიკოსების, ჩვენი ოპონენტების არაერთი განცხადება, უკრაინელების პირდაპირი მოწოდებები და უამრავი რამ, რაც ამ ჯაჭვში დააბნევს,"- აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები