26 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევა დაუყოვნებლივ მოხდა იმ მთავარი პირობით, რომ საბოტაჟს არ მოაწყობდნენ და არჩევისთანავე თანამდებობას არ დატოვებდნენ - მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მათ რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია არ შემოეტანათ, იმ ვითარებაში, როდესაც ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა ერთ დღეს დატოვა, საქართველოს საბანკო სისტემა ჩამოიშლებოდა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საბჭოს წევრების არჩევა დაუყოვნებლივ მოხდა იმ მთავარი პირობით, რომ საბოტაჟს არ მოაწყობდნენ და არჩევისთანავე თანამდებობას არ დატოვებდნენ.

"შევხედოთ ახლა იმ გადაწყვეტილებას, რაც მივიღეთ: კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ეს არის რიტორიკული კითხვა: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არ იქნებოდა და სამივე ვიცე-პრეზიდენტი ერთ მშვენიერ დღეს, უკაცრავად ნახევრად ჟარგონისთვის და გაიწეოდა და პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ 2 წევრსაც ეროვნული ბანკის საბჭოში ვერ ავირჩევდით?! ფინანსური სისტემა იყო ჩამოშლილი და მოკლედ რომ დავამთავრო, ეს ჰქონდათ მიზნად, რაც ვერ შეძლეს.

სხვათა შორის, ვინც არ უნდა წარმოედგინათ, ერთადერთი გარანტია იყო ასაღები, რომ ისინი საბოტაჟში არ ჩაერთვებოდნენ და განცხადებას არ დაწერდნენ არჩევისთანავე ან არ გაიწვევდნენ თავიანთ კანდიდატურებს და ჩვენ ავირჩიეთ ორივე მათგანი. ვინც არ უნდა ყოფილიყო, იძულებულები ვყავით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები