26 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ერთადერთი გასაღები ჩვენი შერიგების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება - მამუკა მდინარაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით

ჩვენმა აფხაზმა, სოხუმელმა დებმა და ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი შერიგების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც არავინ გადავა,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, რომ სხვა გზაზე არ იფიქროს:

"დღეს, ძალიან მძიმე თარიღს - სოხუმის დაცემის დღეს მინდა გამოვეხმაურო. ჩვენ ამ თემაზე არ ვაპირებთ ბევრი ვილაპარაკოთ, რადგანაც უკვე მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით ჩვენმა აფხაზმა, სოხუმელმა დებმა და ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი შერიგების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელსაც არავინ გადავა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, როდესაც უკვე აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, რომ სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე და ათასგვარ სხვა მავნებლობაზე, რაც ჩვენ დღეს გვესმის შეფარვით, არამედ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა იყოს მთავარი გზავნილი ამ ქვეყნის გაერთიანების გზაზე,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

დღის ამბები