26 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
24 საათიან რეჟიმში მუშაობა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაცავად - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებთან უკვე 15 წელია პატრულირებს

საოკუპაციო ხაზს მონიტორინგს "არბრეშა" უკვე ორი წლის განმავლობაში უწევს. საქართველოში შვედეთიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა საქართველო, სურდა ადამიანების დახმარება და ამისთვის კარგ ფიზიკურ ფორმაშიც იყო, თუმცა, ყოველდღიური პატრულირების და ადგილობრივ მოსახლეობასთან შევხედრის შემდეგ მიხვდა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა.

მისიის შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ათობით დამკვირვებელი 24 საათიან რეჟიმში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავლებული მავთულხლართების და აღმართული მწვანე ბანერების პარალელურად გადაადგილდება უკვე 15 წლის განმავლობაში. მედიის წარმომადგენლებთან ერთად ეს მარშრუტი გაიარა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმაც. დიმიტრიოს კარაბალისი საკუთარ შთაბეჭდილებებს და შეხედულებებს "კურიერს" უზიარებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი ამოცანა უსაფრთხოების და ნდობის აღდგენას წარმოადგენს, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმი მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშვებას არ თანხმდება. შესაბამისად, 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ, სრულფასოვანი სურათის აღწერა ამ დრომდე შეუძლებელია.

ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მოსახლეობის მზარდ ნდობას მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ადგილობრივებისთვის მათი, ისევე როგორც ქართული პოლიციის რეგულარული პატრულირება უსაფრთხოების განცდას კიდევ უფრო ამაღლებს. ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მისია საქართველოში 2008 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობს.

დღის ამბები