თბილისის მერია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიას აცხადებს - ხელფასი 2500-დან 3 000 ლარამდე, ვაკანტურია 400-მდე ადგილი.
მათ კი ვისაც სურთ დიდი, 18 მეტრიანი ავტობუსების მართვა, მუნიციპალიტეტი გადამზადების საშუალებას აძლევს მართვის მოწმობის E კატეგორიის ასაღებად. მართვის მოწმობის მისაღებად კომპანიაში მომუშავე 400 მძღოლის გადამზადების პროცესი უკვე დაწყებულია. საუბარია სატრანსპორტო კომპანიის იმ თანამშრომლებზე, რომლებიც მგზავრებს დღემდეც ემსახურებიან.
18 მეტრიანი 160 მანის მარკის ავტობუსი, თბილისში ეტაპობრივად შემოვა, პირველ 50 ავტობუსს კი დედაქალაქი ექვს თვეში მიიღებს. ახალი ავტობუსების შემოყვანამდე, თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ყველა მთავარ გამზირზე დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. მოეწყობა 10 სატრანსპორტო დერეფანი და ავტოპარკის ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.