26 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ზელენსკიმ ნინო ქათამაძე "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის" დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომღერალი ნინო ქათამაძე პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, ნინო ქათამაძეს ჯილდო "სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციისთვის" გადაეცა.

ცნობისთვის, რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ ქათამაძემ ფონდი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დააარსა. ნინო ქათამაძე ხშირად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს კიევში.

დღის ამბები