26 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა.
 
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
 
პრემიერ-მინისტრი ადგილზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
დღის ამბები