26 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
კანადის პარლამენტის სპიკერი, უკრაინელი ნაცისტის მიწვევის სკანდალის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა

კანადის პარლამენტის სპიკერი, უკრაინელი ნაცისტის მიწვევის სკანდალის ფონზე, თანამდებობიდან გადადგა. განცხადებაში ენტონი როტამ მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს ნდობისთვის. მისივე თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე.

როტას კოლეგებმა და მთავრობის წევრებმა გადადგომისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც გაირკვა, რომ მან 98 წლის იაროსლავ ჰუნკა, რომელიც ნაცისტი ვეტერანია, ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს პარლამენტში მიიწვია. როტამ ის წარადგინა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და მას გმირი უწოდა.

 

დღის ამბები