ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,
რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ერთმანეთთან დღგ-ს ყალბი დოკუმენტები გააფორმეს, შედეგად მიტაცებულმა თანხამ თითქმის 900 ათასი ლარი შეადგინა.
მუხლი, რომლის მიხედვითაც ძიება მიმდინარეობს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.