26 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებს აგრძელებს - რატომ ფიქრობს "ოცნება," რომ პრეზიდენტი ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს და დაუჭერს თუ არა მხარს მის იმპიჩმენტს ოპოზიცია

ტალინის შემდეგ რიგა - სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე, ამჯერად, ლატვიელ კოლეგას შეხვდა. პრეზიდენტის მორიგი ვიზიტი მმართველი გუნდისთვის ანტიკონსტიტუციურია. სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპიდანვე უთხრა, რომ მისი ნაბიჯები ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.

სალომე ზურაბიშვილის აქამდე განხორციელებული უნებართვო ვიზიტები უკვე გახდა მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი. ვინ დაეხმარება უმრავლესობას ამ პროცედურის აღსრულებაში? - ოპოზიციაში თითქმის ყველა ამბობს, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, თუმცა საკუთარი კოლეგების პრინციპულობაში ეჭვი მაინც ეპარებათ.

"ქართული ოცნების" მტკიცებით -პრეზიდენტის შეხვედრების შედეგი სასარგებლო ვერ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრინციპულია საკითხის სამართლებრივი მხარეც - დეპუტატები 3 ოქტომბრის სხდომისთვის ემზადებიან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის უზენაესის კანონის დარღვევის ფაქტი უნდა დაადასტუროს.

ვიდრე "ოცნება" სასამართლოში წარდგინებისთვის, ოპოზიცია კი იმპიჩმენტის კენჭისყრისთვის ემზადება, სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში ვოიაჟს განაგრძობს. პრეზიდენტი ხვალ უკვე ლიეტუვის პირველ პირს შეხვდება.

 

დღის ამბები