26 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს არ გამოდის, პრეზიდენტმა არია ეს საკითხი საკითხი, ის გავიდა კონსტიტუციიდან - შალვა პაპუაშვილი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი კანონს არღვევს და საკუთარ თავზე ირგებს. საუბარია ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა ეს საკითხი არია.

"ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ კვირაში თუ ერთ თვეში იქნება დამოკიდებულება არასწორი საკითხისა და კანონის მიმართ, ამაში დიდი განსხვავება არ არის. პრობლემა არის არსში და არა იმდენად თარიღებსა თუ ვადებში.

არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს არ გამოდის. პრეზიდენტმა არია ეს საკითხი საკითხი, ის გავიდა კონსტიტუციიდან, არე ემორჩილება კანონს. ამ არეული საკითხის დალაგება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, იმით რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

იქ, სადაც პრეზიდენტი აძლევს თავს უფლებას რომ კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე, მერე უკვე სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების თავისუფლებას მისცემენ საკუთარ თავს, ზოგი როგორ მოახდენს ამის ინტერპრეტაციას და ზოგი როგორ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები