26 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შესაწყვეტად 3 თვიანი ვადა აქვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს. ამასთან, მისთვის გაუგებარია ის არგუმენტები, რაც პრეზიდენტს მოქალაქეობის არ შეწყვეტის მიზეზად მოჰყავს და ამბობს, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"არ მინდა გამომივიდეს ვინმეს პოზიციის დაცვა ან მხარდაჭერა, შესაბამისად, მხოლოდ სამართლებრივად რომ შევაფასოთ, სამ თვიანი ვადა არსებობს, რა ვადაშიც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, თუმცა ახსნა, რომ თურმე რაიმე სამართლებრივი პროცედურისთვის არის საჭირო და რომ არა მოქალაქეობის არ შეწყვეტა და საქართველოს მოქალაქედ არ დატოვება რაიმე სამართლებრივი შემაფერხებელი მდგომარეობა არსებობს, ასეთი რამ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ჩემთვის ის პოზიციები, რაც ჟღერდება,"- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

დღის ამბები