26 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ ბანკებში სიმშვიდეა.

დავითაშვილის განცხადებით, საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს

მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით განპირობებული აჟიოტაჟი დამაზიანებელია როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციისთვის.

"ნათია თურნავამ საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეიძლება, ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ [სექტორი], მაგრამ, რა თმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, უპასუხისმგებლო პროცესი.
ბანკებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა და

სამუშაო რეჟიმში ძირითად გადაწყვეტილებებზე ერთად ვმსჯელობთ. ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასოდეს. კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან იმისთვის, რომ ძირითად პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ - აქ არ არის რისკები და საქართველო არის საიმედო საინვესტიციო პარტნიორი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები