26 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
გურიის სტიქიის შედეგების შესახებ მერის ანგარიშს ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაძაბულობა დეპუტატებს შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრის შეკითხვებს მოჰყვა, რომელიც სტიქიის შედეგებს ეხებოდა. ოპოზიციის წევრი აცხადებდა, რომ მერის პასუხებით უკმაყოფილოა.

ლანჩხუთის მერმა სტიქიის მასშტაბსა და ჩატარებულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, არცერთი ოჯახი არ დარჩება საცხოვრისის გარეშე.

წინასწარი მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 235 ოჯახი უნდა განსახლდეს, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. რადგან ამ დრომდე გეოლოგები მუშაობას განაგრძობენ და მათ საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუდიათ.

დღის ამბები