საია კარვის გაშლის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს. სარჩელს საფუძვლად დაედო 14 სექტემბერს, პროტესტის გამოხატვისას დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, ზურაბ ქარჩავას საქმე.
მისი სახელით ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ამ თემაზე დღეს ორგანიზაციაში განცხადება გაკეთდა.
"ჩვენ ვდაობთ ერთ-ერთი პირის სახელით, რომელიც შარშან გახდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული და მის მიმართ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. ჩვენ ამ პირის საქმეზე ვიდავეთ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ეროვნულ დონეზე შედეგს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ დღის წესრიგში დადგა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.