26 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ეს არ არის მხოლოდ გუბაზ სანიკიძის მოსაზრება, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ტრენდი - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძის განცხადება სახიფათო გზავნილებს შეიცავს როგორც აფხაზებისა და ოსებისადმი, ასევე, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ. მისივე შეფასებით, ეს განცხადება არ არის მხოლოდ გუბაზ სანიკიძის პოზიცია და ესაა "კოლექტიური ნაცმოძრაობის ტრენდი."

"ეს არ არის მხოლოდ გუბაზ სანიკიძის მოსაზრება, იგი უბრალოდ უფრო მკვეთრად, თავისი დამახასიათებელი სტილით გამოხატავს. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ეს არის "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ტრენდი, რითაც უნდათ, რომ თავი მოაწონონ თუნდაც საქართველოს უკრაინიზაციის პოლიტიკის მომხრეებს. ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გზავნილია ეს აფხაზებისათვის, თუნდაც ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსებისათვის, სადაც ათასობით ქართველი ცხოვრობს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა გზავნილია ეს სომხებისათვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და საკმაოდ მრავლად არიან და თუნდაც აზერბაიჯანელებისადმი, რომლებიც საქართველოში არიან, საითკენ მოუწოდებს, შიდა დაძაბულობის რომელ ზღვარს სცდება ასეთი აგრესიული განცხადებები, რომელიც გაკეთდა,"- აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადება მეორე ფრონტის შესახებ პოლიტიკური განხილვის თემა გახდა.

 
დღის ამბები