26 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ყარაბაღში ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - დაშავებულთა რიცხვი 300-სს აჭარბებს

ყარაბაღში ბენზინგასამართი სადგურის აფეთქებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვი 300-სს აჭარბებს. რამდენიმე ათეულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა საწვავის რიგში იდგა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ათასობით ეთნიკურად სომეხი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას ცდილობს. ამის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაქო ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და რომ ყარაბაღში მცხოვრები ყველა ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, განურჩევლად მათი ეროვნებისა.


დღის ამბები