26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
პირველი ამერიკული წარმოების "აბრამსის" ტანკები უკვე უკრაინაშია, ჩვენთვის საუკეთესო რამ საჰაერო თავდაცვისა და მოწინავე იარაღის წარმოებაა - ზელენსკი

"ჩვენთვის საუკეთესო რამ საჰაერო თავდაცვისა და მოწინავე იარაღის წარმოებაა" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეტაპობრივად ყველა საჭირო საწარმოო ობიექტს ააშენებენ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული წარმოების "აბრამსის" ტანკები უკვე უკრაინაშია.

"პირველი ამერიკული წარმოების "აბრამსის" ტანკები უკვე უკრაინაშია. ჩვენ მათ იმისათვის ვამზადებთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მოქმედებები ოკუპანტების წინააღმდეგ, ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება. ასევე ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველა სხვა იარაღი მივიღოთ, რაც ჩვენ გვჭირდება. ეს მოიცავს F-16-ებს. ჩვენს მფრინავებსა და ინფრასტრუქტურას ამისათვის ვამზადებთ. ასევე შორი მოქმედების იარაღი - ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად მეტი გააკეთოს. იგივე ეხება საჰაერო თავდაცვას. ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის დასაფარად, ჩვენ უფრო მეტი სისტემა გვჭირდება, ვიდრე ამჟამად გვაქვს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

დღის ამბები