ყარაბაღში ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა - არიან დაღუპულები, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა საწვავის რიგში იდგა.
შეგახსენებთ, ათასობით ეთნიკურად სომეხი მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გადასვლას ცდილობს. მათ არ სურთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის, რომელიც პრემიერმა ფაშინიანმა დააანონსა.
ამის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის ლიდერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბაქო ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და რომ ყარაბაღში მცხოვრები ყველა ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, განურჩევლად მათი ეროვნებისა.