"რუსთავი 2-ზე" სატელევიზიო და სოციალური ქსელის რეიტინგების ლიდერი შოუ ბრუნდება. "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის 15 მონაწილე შერჩეულია და ისინი დღეიდან სამთვიან გამარჯვების მარათონში ჩაერთვებიან.
"პრაიმ ჰაუსი" მეოთხე სეზონს ახალი, თუმცა კარგად ნაცნობი წამყვანებით იწყებს - რეალითი შოუს გუნდს მეორე სეზონის გამარჯვებული და მესამეს ფინალისტი შეუერთდნენ. 15 მონაწილიდან შოუში 90 დღიანი ბრძოლის შემდეგ ერთი დარჩება და მის ვინაობას "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ახალი წლის ღამეს გაიგებს.