ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორიის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე პიტერ გოცინგერია. ფრანკფურტიდან ჩამოსული ბლოგერი არ ელოდა, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საზეიმო დახვედრას მოუწყობდნენ და იმ პროდუქტს დაახვედრებდნენ, რაზეც საკუთარ არხზე ათასობით გამომწერს ყოველდღიურად უყვება.
ქუთაისის აეროპორტის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად, ამ დროისთვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა დაიწყო, მთავრობის გეგმით, დასავლეთ საქართველოს ყველაზე დიდი აეროპორტი აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბი უნდა გახდეს.
ამ დროისთვის ქუთაისიდან რეისები 18 ქვეყნის მიმართულებით სრულდება.