26 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მისი შვილი, ადამი, დაკავებულ მამაკაცს სასტიკად სცემს

რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი, ადამ კადიროვი კაცს, რომელსაც ყურანის დაწვაში სდებენ ბრალს. ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკიტა ჟურაველზე ფიზიკურ ძალადობას ემხრობა. 

"სცემა და სწორადაც მოიქცა. ნებისმიერი წმინდა წერილის ხელყოფა, მით უფრო მისი დემონსტრაციულად დაწვა, ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს შეურაცხყოფს და ამას მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყვეს," - განაცხადა კადიროვმა. 

ნიკიტა ჟურაველი გაზაფხულზე, ვოლგოგრადში აქციის შემდეგ დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კაცმა აღიარა, რომ ყურანი თანხის სანაცვლოდ დაწვა, რომელიც მას უკრაინის სპეცსამსახურებმა გადაუხადეს. მოგვიანებით, ჟურაველი ჩეჩნეთში გაგზავნეს.

დღის ამბები