უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალებმა, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელი, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკლეს.
უკრაინულმა მხარემ, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მათი ცნობით, ოპერაციის შედეგად დაიღუპა 62 ოკუპანტი, აქედან 34 ოფიცერია, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. დაიჭრა კიდევ 105 ოკუპანტი. შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია.