26 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ჩუკამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეკლარაცია საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის საერთო ინტერესების სფეროებში დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"დეკლარაციით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით, მათ შორის რეგულარული ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურება, პარლამენტების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება და სხვა.

დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი რუმინეთის მხარდაჭერა და საქართველოს დახმარების მზაობა," - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დღის ამბები