26 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
რუმინეთი საქართველოს მიერ წახალისებული ევროპული დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ღია მხარდამჭერია - რუმინეთის სენატის პრეზიდენტი

"რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის," - ამის შესახებ რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა, ნიკოლაე-იონელ ჩუკამ შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო.

გარდა ამისა, რუმინეთის სენატის პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირისკენ არის მიმართული.

"დღევანდელი ვიზიტი ასახავს რუმინეთსა და საქართველოს შორის კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას მათ შორის ჩვენს პარლამენტებს შორის. როგორც ცნობილია, რუმინეთი საქართველოს მიერ წახალისებული ევროპული დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ღია მხარდამჭერია. ჩვენი ქვეყანა იყო პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ევროკავშირისკენ რეფორმებს. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის, საპარლამენტო კომიტეტებს შორის, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობის ფანჯარა, მხარი დაუჭიროს რუმინეთმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ძალისხმევას, იმედი გვაქვს ევროპული საბჭო აღიარებს ამ ძალისხმევას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის," - განაცხადა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ.

დღის ამბები