26 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

დღეს და ხვალ ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან.

საგარეო უწყების ცნობით, ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

დღის ამბები