26 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას, უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ, ისტორიულს უწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში დასავლელი პარტნიორების მიერ კიევისთვის გამოყოფილი თავდაცვის ახალი პაკეტები და შეხვედრები შეაფასა და მათ პროდუქტიული უწოდა.

"ნაყოფიერი კვირა იყო, ძალიან პროდუქტიული. ჩვენ უკვე გვაქვს ბევრი კარგი თავდაცვის საშუალება და სხვა გადაწყვეტილებები. შეერთებული შტატებისგან მივიღეთ არტილერია, საჭირო ჭურვები, რაკეტები "ჰაიმარსისთვის", რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, ტაქტიკური მანქანები და ზოგიერთი სხვა იარაღი, რომელთა შესახებაც პირველად ბრძოლის ველზე გახდება ცნობილი.

არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები