26 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ბერძენმა ქალმა, რამდენიმე ადგილობრივთან ერთად გაანეიტრალა ქართველი მძარცველი, რომელიც ოქროს გატაცებას ცდილობდა

სალონიკში საქართველოს მოქალაქემ ოქრომჭედლის გაძარცვა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება დანაშაულის მომენტში ბერძენმა ქალმა კიდევ რამდენიმე ადგილობრივთან ერთად შეძლო. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დამნაშავე, სალონიკში, საოქრომჭედლო მაღაზიაში შეიჭრა და მაღაზიის გაქურდვა სცადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოძალადე, რომელიც წარმოშობით ქართველია, ქურდობა ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიაში დღის ორ საათზე სცადა. 

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ დამნაშავე ადგილზე დააკავა. 

დღის ამბები