ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ილია სულამანიძემ წარმატებულად იასპარეზა და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
სულამანიძემ ნახევარფინალში ფრანგი აურელი დისე, ხოლო ფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი კანიკოვსკი დაამარცხა.
ამავე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილმა, გურამ თუშიშვილი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა