ძველ რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 11 საცხოვრებელ კორპუსს. კეთდება დეკორატიული ტროტუარები, ბორდიურები, გარე განათება და მწვანე სივრცეები.
პროექტი ცენტრალური და რუსთავის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს. სამუშაო პროცესს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რუსთავის მერი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნენ.