ყველა დროის ყველაზე რეიტინგული შოუ "რუსთავი 2-ზე" იწყება. "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონის სტარტი მაყურებელს გასული სეზონების მონაწილეებმა აცნობეს.
"პრაიმ ჰაუსის" ახალ სეზონს 16 ახალი მონაწილე ჰყავს. შერჩეულია კიდევ რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც პროექტს ყველაზე დრამატულ ეტაპზე შეუერთდებიან.
"პრაიმ ჰაუსის"ახალ სეზონზე, სახლში გენდერული დისბალანსია - ამჯერად ქალების სასარგებლოდ.
ახალ სეზონზე პროექტს ეყოლება ახალი წამყვანიც.
პროექტის მონაწილეებმა თანაცხოვრება რეალურ შოუში უკვე დაიწყეს მაყურებელი კი "პრაიმ ჰაუსში" პირველად ხვალ, საღამოს 11-ზე შეიხედავს.
ვინ გახდება მეოთხე სეზონის გამარჯვებული და მთავარი პრიზის - ბინის მფლობელი, ახალი წლის ღამეს გაირკვევა.
ხვალიდან კი "რუსთავი 2-ის" მაყურებლისა და "პრაიმ ჰაუსის" 3 თვიანი თანაცხოვრება იწყება.